პროექტის სახელწოდება: ,, მოგზაურობა კოსმოსში”
პროედქტის მთავარი იდეა:
დაწყებით კლასში მოსწავლეებმა მინდა გააცნობიერონ, რომ დედამიწა, მზე და მთვარე თავიანთი მოქმედებითა და თვისებებით მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მოსწავლეებს შევთავაზე რამდენიმე თემის სათაური. ამ თემებიდან კლასმა გადაწყვიტა აერჩიათ თემა სათაურით ,, მოგზაურობა კოსმოსში”
პროექტის აქტუალობა:
პროექტი იმით არის აქტუალური მოსწავლემ გააცნობიეროს სამყაროს აგებულება. მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა თუ რატომ იცვლება დედამიწაზე დღე და ღამე, წელიწადის დროები. როგორ შეძლებენ გააცნობიერონ დედამიწაზე ეკო სისტემის დაცვა.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეისწავლიან სამყაროს აგებულებას. გაარკვევენ იმას, რომ დედამიწაზე რომ არ იყოს მზე არ იქნება სიცოცხლე. დაიმახსოვრებენ ახალ ტერმინებს. მოსწავლეები განივითარებენ კვლევა–ძიების უნარებს. მიღებული ცოდნის საფუძველზე ისინი გააცნობიერებენ იმას, თუ როგორ და რა ღონისძიებებით შეძლებენ დედამიწაზე ბუნების დაცვას.
მონაწილეთა ასაკი:
6–9, I-IV კლასი
ვადები/ ხანგრძლლივობა:
სამი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ამ პროექტით მოსწავლეები გააცნობს თავის თანატოლებს, თუ როგორ შეეძლებათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაიცვან დედამიწაზე ბუნება. მოაწყობენ გამოფენას შესრულებული ნახატებითა და გადაღებული სურათებით. მოპოვებული ინფორმაციით გამოვცეთ კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფანქრები, კომპიუტერი,ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
ჩამოვაყალიბე სამუშაო ჯგუფები. გავაცანი შესასრულებელი სამუშაო. ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი და მათ მივეცი შემდეგი თემები სამუშაოდ.
I––– ჯგუფი– ვაძლევ დავალებას ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია დედეამიწაზე. თეორიულ მასალასთან ერთად მოიძიონ ფოტოსურათები.მოცემული ინფორმაცია წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
II–– ჯგუფი– მოსწავლეები, მშობლების დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას კოსმოსის, მზის სისტემის შესახებ. შექმნან ნახატები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები და შეასრულონ პრეზენტაცია.
საპროექტტო ჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაჯერონ მოძიებული ინფორმაცია და მოემზადონ პროექტის პრეზენტაციისთვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ბუნება,ხელოვნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ელზა ჩუბინიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: elzachubinize@gmail. com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: www.elzachubinize.blogspot.com.